ევროპულმა სასამართლომ პოლონეთის მთავრობას ლესბოსელი დედისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა, რომელსაც ქვეყნის მთავრობამ სექსუალური ორიენტაციის გამო მეურვეობა ჩამოართვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
1970 წელს დაბადებულ ქალს, რომელიც 4 შვილის დედა, მეურვეობა მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო ხმამაღლა განაცხადა.
მას პირველად სრული მეურვეობა 2005 წელს ქმართან განქორწინების შემდეგ მიენიჭა. ქმარმა პოლონეთის სასამართლოს 2006 წლის ოქტომბერში მეურვეობის უფლების შეცვლის მიზნით მიმართა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალს თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო შვილებზე ზრუნვის უფლება არ უნდა ჩამოერთვას.
ექვსმა მოსამართლემ დაასკვნა, რომ პოლონურმა სასამართლომ დაარღვია მე-14 მუხლი, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემას გულისხმობს.
პოლონეთის სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ქალისთვის 10 000 ევროს გადახდა დაავალა.