ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 56 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 2 192 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 378 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 154 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.20%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 716,
- აჭარა – 128,
- იმერეთი – 321,
- ქვემო ქართლი – 135,
- შიდა ქართლი – 104,
- გურია – 63,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 192,
- კახეთი – 263,
- მცხეთა-მთიანეთი – 60,
- სამცხე-ჯავახეთი – 38,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484 საიდანაც 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 306 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 352 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 591 766-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 446 პირი ემსხვერპლა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 556 810.