ჯანმო-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა.
როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, „სპუტნიკ V“-ის წარმოების პროცესი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორაგანიზაციის სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი მას შემდგ განახლდება, რაც მათ მიეცემათ საშუალება „სპუტნიკ V”-ის მწარმოებელი ერთ-ერთი ქარხანა მოინახულონ.
– “ჩვენ მოვინახულეთ რუსული ვაქცინის მწარმოებელი ქარხანა და სტრანდარტები დაცული არ იყო. ახლა მათ უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაცია და შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ ხელახალ ინსპექციას“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლემა.
რუსეთის ხელისუფლებმა ადგილობრივის წარმოების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიაზაციის მოთხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პირველად თებერვალში მიმართა.
წყარო: newposts.ge