გამომგონებელი და სახლის კომპიუტერის, ZX Spectrum-ის შემქმნელი კლაივ სინკლერი გარდაიცვალა. ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ლონდონში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Guardian-ი მის შვილზე დაყრდნობით წერს.
კლაივ სინკლერი კომპიუტერული ტექნიკის პიონერი იყო, რომელმაც სახლის კომპიუტერის გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
1961 წელს, 21 წლის სინკლერმა კომპანია Sinclair Radionics-ი შექმნა, რომელიც ჯიბის კალკულატორებს უშვებდა. 1973 წელს მან Sinclair Research-ი შექმნა, რომელიც სახლის კომპიუტერებს აწარმოებდა. ყველაზე დიდი პოპულარობა ZX Spectrum-მა მოიპოვა, რომელიც 1982 წელს გამოჩნდა. ZX Spectrum ევროპაში ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა.