გია ხუხაშვილი: გვთხოვენ, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მათ გაათავისუფლებს პოლიტიკური პარანოის ტყვეობიდან.
რაც უფრო მეტს ვფიქრობ ფარულ ჩანაწერებზე და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მათი გავრცელება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შიგა შეთქმულების შედეგია საქართველოს სახელით.
“არა სუს-ის, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანუ ადამიანების, რომელთათვისაც ეს უწყება არა უბრალოდ აბრევიატურა, არამედ სახელმწიფოს სამსახურია ფრონტის წინა ხაზზე.
ისინი გვეუბნებიან, რომ ხელისუფალი ნაცვლად უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, აიძულებს მათ ამ მარაზმით იყვნენ დაკავებული.
გვეუბნებიან და გვთხოვენ, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მათ გაათავისუფლებს პოლიტიკური პარანოის ტყვეობიდან და დაუბრუნებს სახელმწიფოს უსაფრთხოების ამოცანების შესრულებას.
ასე რომ, ჩვენი ამოცანა მათთან ბრძოლა კი არა, მათი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში მოქცევაა, რასაც იმედი მაქვს მივაღწევთ” – წერს გია ხუხაშვილი.
წყარო: ptn.ge