იტალიაში საჯარო და კერძო სექტორის მუშაკებისთვის კოვიდ პასპორტი სავალდებულო ხდება

დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, იტალიაში საჯარო და კერძო სექტორის მუშაკებისთვის, კოვიდ პასპორტი სავალდებულო ხდება.

იტალიაში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილებზე ე.წ. „მწვანე საშვების“ წარდგენა სავალდებულო გახდება – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რეგიონულ საქმეთა მინისტრმა მარიასტელა ჯელმინიმ განაცხადა.

„მივდივართ იმისკენ, რომ „მწვანე საშვი“ სავალდებულო იყოს არა მხოლოდ საჯარო სექტორის, არამედ კერძო სექტორის თანამშრომლებისთვისაც. ვაქცინა არის ერთადერთი იარაღი, რომელიც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გაგვაჩნია, ვირუსის გავრცელების შეკავება მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ვაქცინაციით შეგვიძლია” – აღნიშნა მინისტრმა.

ე.წ. „მწვანე საშვები“, ციფრული ან ქაღალდის სახით, რომელიც აჩვენებს, რომ მფლობელს მიღებული აქვს ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტის ურყოფით პასუხი ან ვირუსისგან ახალი განკურნებულია, თავდაპირველად ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის გაიოლების მიზნით შემოიღეს. თუმცა მოგვიანებით რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, „მწვანე საშვების“ წარდგენა სავალდებულო გახდა ისეთ ხალხმრავალ საჯარო ადგილებში, როგორიცაა მუზეუმები, დახურული ტიპის რესტორნები და სპორტდარბაზები.

წყარო: newposts.ge