ლექს-სენი მთავრობაზე: ამას ცხოვრება არ ჰქვია – ჩვენ დაგვხურეს, მათი ობიექტები კი გრიალებენ

კოშმარულად [ვცხოვრობ], მეც მიკვირს. ამას ცხოვრება არ ჰქვია. ასე თუ მივუშვით, აგერ ვნახავთ, რომ ეს კოვიდი მესამე წელსაც გაგრძელდება.
უბრალოდ ამას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ და აძლევენ ამის გამოყენების საშუალებას. „რატომ ტირიხარო – გამდის და ვტირივარო“ – ეგ არის ზუსტად. გაუგებარი და რთული არ არის. ამას უნდა ვუშველოთ პირველ რიგში, ეს ნიჰილიზმია დასაძლევი.მე არასოდეს ხელშეწყობა და რამე არ მითხოვია. მადლობა ღმერთს, რომ მყავს ჩემი მსმენელი ისეთი, რომ… უბრალოდ ხელს მიშლიან. არასწორი და პოლიტიკური რეგულაციების გამო პირდაპირ გვზღუდავენ. ჩვენ დაგვხურეს, თურმე ჩემ კონცერტზე ბევრი ხალხი მოდის და აქედან ვრცელდება. ამ დროს თავიანთი ობიექტები გრიალებენ. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა და აუტანელი ამბავი

ამის შესახებ მომღერალმა ლექსო ქავთარაძემ (ლექს-სენი) ტვ პირველის ეთერში კოვიდპანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.