რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 24%-ს ხელფასები გაეზარდა, იუწყება ТАСС სერვის Работа.ру-ს კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით.
აღინიშნება, რომ მათი მესამედი წარმოებისა და მრეწველობის სფეროშია დასაქმებული. კიდევ 24% ლოგისტიკის სფეროში მუშაობს, 12% — მშენებლობის, 8% — ტელეკომუნიკაციებისა და IT-სფეროში, ხოლო 6% — კაფეებსა და რესტორნებში.
გამოკითხვა ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდა. გამოიკითხა 18 წელზე უფროსი ასაკის 6 ათასი რესპონდენტი.