ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მიესალმა მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვას და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მესამედ აიცრა.
– “მადლობა იმ სამ მილიონ ყოჩაღ და პასუხისმგებლობის მქონე ისრაელელს, რომელიც წავიდა და აიცრა! თქვენი წყალობით ჩვენ უფრო უსაფრთხო და ჯანმრთელები ვართ და თქვენი წყალობით ქვეყანა ღია რჩება დღესასწაულებზეც და შემდგომაც” – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ახლა უკვე 4 მილიონი ისრაელელის მესამედ აცრაა მიზანი.
ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს განცხადებით, 1 აგვისტოდან დღემდე რევაქცინაცია 3 020 716 ისრაელელმა გაიარა.
წყარო: itv.ge