“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
“ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენა გამოცხადდა უცხო ენად. ეს იმ გენოციდის გაგრძელებაა რასაც კრემლი ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმის თანამონაწილეობით და მდუმარებით, ერთი პროტესტიც არ გამოუცხადებიათ ენობრივ გენოციდზე.
მივმართავ ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კუჭავას და მთელ თქვენ ბანდას – თუ არ მოითხოვთ პუტინისა და მისი მთავრობის სანქცირებას, თქვენ გაგასამართლებთ დედაენის ძეგლთან.”