კანარის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო 5 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ვულკანის ამოფრქვევასთან დაკავშირებით ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კუნძულ ლა პალმაზე ჩავიდა და მოსახლეობას განუცხადა, რომ ხელისუფლება აქტიურად აკვირდება ხანძრებს, რომლებიც შესაძლოა ლავის ამოსვლამ გააჩინოს.
კანარის კუნძულებზე მობილიზებული არიან სამხედროებიც.
ესპანეთის კუნძულზე ვულკანი ბოლოს 50 წლის წინ ამოიფრქვა. კუნძულ ლა პალმაზე 80 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
წყარო: newposts.ge