მელია: 2 ოქტომბერს ან ვწერთ ისტორიას, ან გვეტყვიან, რომ არ ვყოფილვართ ბრძოლისუნარიანი ხალხი

ენმ-ის ლიდერი და ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ 2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ისტორია უნდა დაწეროს.

როგორც მან ვაკეში, მაჟორიტარობის კანდიდატის, ბათუ ქუთელიას წარდგენისას განაცხადა, ოპოზიცია არჩევნებს აუცილებლად მოიგებს.

“ხალხნო, ჩვენ გავქვს შანსი, რომ 2 ოქტომბერს უბრალოდ რიგით კენჭისყრაში, არჩევნებში, ან რეფერენდუმში კი არ უნდა მოვიგოთ და აუცილებლად მოვიგებთ – ისტორია უნდა დავწეროთ 2 ოქტობერს. ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. ზუსტად ვიცი, მთაწმინდის რაიონში, შუაგულ ვაკეში, საბურთალოზე, ვისაც არ ეზარება დადის იარაღით. ნახევარზე მეტი არის გადმობირებული სუსის, ან მჭიდროდ დაკავშირებული. ნამდვილად არ მინდა იმ ქალაქში ვიცხოვრო, სადაც უკვე ამ ასაკში უნდა მეშინოდეს ჩემი 6 წლის ბავშვის უსაფრთხოების. ვიცი, რომ ბევრი მამა და დედა ახლა მისმენს და ესმით ჩემი, რადგან მე ციდან ჩამოფრენილი არა ვარ. ჭირს წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია, 2 ოქტომბერს ან ქართველი ხალხი იმარჯვებს და ვწერთ ისტორიას, ან გომელაურები, კალაძეები, ღარიბაშვილები და კობახიძეები გვეტყვიან, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ბრძოლისუნარიანი ხალხი”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება