საფრანგეთის სასამართლომ 10000 ევროთი დააჯარიმა პირი, რომელმაც მაკრონი ჰიტლერის სახით გამოსახა

საფრანგეთის სასამართლომ 10000 ევროთი დააჯარიმა პირი, რომელმაც მაკრონი ჰიტლერის სახით გამოსახა.

პირი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჰიტლერის სახით გამოსახვა, 10000 ევროთი დააჯარიმეს.

62 წლის მიშელ-ანჟ ფლორი ბანერზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ჰიტლერის სახით გამოსახვის გამო ქალაქ ტულონის სასამართლომ 10000 ევროთი დააჯარიმა.

19 ივლისს, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ჯანმრთელობის საშვის შემოღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ლა-სენ-სიურ-მერის კომუნაში და ქალაქ ტულონში გამოჩნდა ბანერები, რომლებზედაც მაკრონი ჰიტლერის სახით – მოკლე ულვაშებით და ნაცისტური უნიფორმით – გამოსახული მაკრონი მოუწოდებდა: “დამორჩილდი და აიცერი”.

ტულონის პროკურატურამ ბანერებზე მაკრონის ჰიტლერის სახით გამოსახვის გამო საქმე აღძრა, მაკრონის ადვოკატებმა კი კარიკატურის ავტორის წინააღმდეგ შეიტანეს საჩივარი.

აგვისტოში კიდევ ერთი კარიკატურული ბანერი გაჩნდა, ამჟამად ბანერის წინა პლანზე მაკრონი კოლობორაციონისტ ფილიპ პეტენთან ერთად იყო გამოსახული, უკანა პლანზე კი ჩანდა QR-კოდი. ბანერის ზედა ნაწილში იყო წარწერა: „l n’y a qu’un pass à FRANCHIR”. პეტენი და მაკრონი სამხედრო ფორმაში, QR-კოდი და წარწერა ბანერზე რომელშიც სიტყვა pass ფიგურირებს და ერთი მხრივ, საფრანგეთის ნაცისტების მიერ ოკუპირების დროს გაცემულ საშვებთან აღძრავს ასოციაციას, მეორე მხრივ კი მაკრონის დროს შემოღებულ ჯანმრთელობის საშვებზე, მთლიანობაში, კარიკატურის ავტორის ჩანაფიქრით, მნახველს მაკრონის და ჰიტლერის მსგავსებაზე უნდა აღუძრას ფიქრები.

სასმართლო არ დაეთანხმა „ყვითელი ჟილეტების” მომხრე
მიშელ-ანჟ ფლორის ადვოკატის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მის კლიენტს კარიკატურაზე უფლების გამოიყენებით კანონი არ დაურღვევია, გაიზიარა პროკურორის მტკიცება, რომ კარიკატურებში ჩანს „ზიანის მიყენების აშკარა სურვილი” და პრეზიდენტის „საჯაროდ შეურცხყოფის” გამო მიშელ-ანჟ ფლორი 10000 ევროთი დააჯარიმა.

წყარო: newposts.ge