2021 წლის ივლისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 262.4 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 45.9 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 216.5 მლნ ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 17.5 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2020 წლის ამავე პერიოდში 12.1 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ივლისში 8.9 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 5.7 მლნ ლარი იყო