რატომ მიირთმევს ბრაზილიის პრინციპულად აუცრელი პრეზიდენტი ბოლსონარო პიცას ნიუ-იორკის ქუჩაში

ჟაირ ბოლსონარო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში იმყოფება, თავისი დელეგაციის წევრებთან ერთად, ქალაქის ქუჩაში, ტროტუარზე მიირთმევს პიცას (ბოლსონარო ქვემოთ წარმოდგენილ სურათზე – ცენტრში).

მიზეზი – პრეზიდენტის აუცრელობა, რის გამოც აშშ-ში მას ამ ტიპის შეზღუდვები ემუქრება – ვერ შევა კაფე-რესტორნებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებზე. კორონადიქტატი “ყველაზე უფრო დემოკრატიულ” აშშ-ში სრული ძალით მძვინვარებს.

მიუხედავად ამისა, ბრაზილიელებს დიდი დარდი არ ეტყობათ. ბოლსონარო ცნობილია, როგორც კოვიდ-ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ლიდერი. იგი ამბობს, რომ ბრაზილიაში ყველაზე ბოლოს აიცრება.