საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა.
ინფორმაციას მგფ ავრცელებს. დავით ტაბიძემ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი შენგელია შეცვალა. უცნობია რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი.
დავით ტაბიძეს გააჩნია საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში მას სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები: 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად, 2014 – 2015 წლებში იყო ფონდის გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურის უფროსი, 2015 – 2019 წლებში ეკავა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ხოლო 2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე იყო აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე.
მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, მას 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა კერძო სექტორში. კერძოდ, იგი 1999 წლიდან სხვადასხვა მენეჯერული პოზიციებს იკავებდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ორგანიზაციებში.
წყარო: bm.ge