მელია: მეტი რა უნდა მოხდეს? პუტინი ხომ არ უნდა დავინახოთ ქვეყნის მთავარ გამზირზე?

მე მაინტერესებს, მეტი რა უნდა მოხდეს? მართლაც უნდა გავიღვიძოთ და ვინ უნდა დავინახოთ, ვლადიმერ პუტინს ხომ არ დავინახავთ ქვეყნის მთავარ გამზირზე?
რა უნდა დავინახოთ მეტი, როდესაც შენ შენს პარტნიორს ეჩხუბები და ეუბნები, ჩემს საქმეში ცხვირს ნუ ჰყოფ… დღემდე არ მჯერა, რომ ეს განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის მისამართით, რომ თქვენ ნუ ერევით საქართველოს სასამართლო სისტემაშიო

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.