ნაფიცმა მსაჯულებმა თელავში, კლინიკის დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს განაჩენი გამოუტანეს

8-3-ის წინააღმდეგ – ვერდიქტი გამოტანილია – თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

ეს გადაწყვეტილება სასამართლოს შემაჯამებელი სხდომის შემდეგ,  11-მა მსაჯულმა თითქმის 10 საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. სასჯელის ვადის დადგენაზე სასამართლო უახლოეს საათებში იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც თელავის პოლიციის მაშინდელი უფროსის ყოფილმა მოადგილემ საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით მოკლა.

 

“რუსთავი2”