ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესი თანაბარ და მშვიდ პირობებში მიმდინარეობს. ამის შესახებ კალანდარიშვილმა დმანისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კითხვის პასუხად აღნიშნა.
კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა მხოლოდ არჩევნების ადმინისტრირებაა.
„ჩვენი პასუხისმგებლობა არის არჩევნების ადმინისტრირება და 2 ოქტომბერს ამომრჩეველს და საზოგადოებას შევთავაზოთ უსაფრთხო საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ მათ მოახერხონ უსაფრთხო გარემოში ნების გამოვლენა. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ამ ყველაფერს ემატება პანდემია, ემატება სხვა გამოწვევები, რომელიც არსებობს. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს არჩევნები.
საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებელი ქმედებებით ერთობლიობაში აბსოლუტურად მშვიდობიან და თანაბარ პირობებში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. თანაბარში იგულისხმება ის გარემოებები, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩევლებისთვის თანაბარი პირობების შექმნას და ამისთვის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს” – განაცხადა კალანდარიშვილმა.
წყარო: itv.ge