აშშ-ის ტენესის შტატის ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ქალაქ კოლერვილეში მოხდა. დაღუპულია თავდამსხმელიც.
სამართალდამცავები იკვლევენ, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, თუ ვინმეს დახმარებით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი, რომელმაც სროლა ატეხა, სუპერმარკეტის ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელიც სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.