გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგრეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, რუსლან კაზაკბაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები. განხილული იქნა პრიორიტეტულ სფეროებში ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები. ასევე აღინიშნა სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაზრდის მნიშვნელობა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
წყარო: newposts.ge