თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას „სულით კრიმინალს“ უწოდებს და ელჩებს აკრიტიკებს.
„ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, სულით კრიმინალია და სამწუხაროა ის, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის“, – განაცხადა კალაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას 23 სექტემბერს.
23 სექტემბერს, რამდენიმე საათით ადრე, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს.
“ნეტგაზეთი”