ინდოეთის ქალაქ მუმბაიში სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი 28 პირი დააკავეს.
BBC-ის ინფორმაციით, 15 წლის გოგონაზე 9 თვის განმავლობაში ძალადობდნენ და მსხვერპლს, გამჟღავნების შემთხვევაში, ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.
ინდოეთში, 2012 წელს, ახალგაზრდა გოგონას ავტობუსში ჯგუფურად გაუპატიურების ფაქტს საზოგადოების აღშფოთება და საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ამის შემდეგ ინდოეთმა სექსუალური ხასიათის დანაშაულზე სასჯელი გაამკაცრა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ამ სახის დანაშაულთან ბრძოლა სერიოზულ პრობლემად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში 2020 წელს გაუპატიურების 28 046 ფაქტი დაფიქსირდა.
წყარო: newposts.ge