კობახიძე ფუნთუშაზე გაზრდილი ბავშვია, მშიშარა ადამიანები ასე იქცევიან, – ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა ევროკავშირის ოფისთან მომხდარი ინციდენტის შეფასებებისას.
გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე – კობახიძემ, რომელმაც პასუხიც კი ვერ გასცა მელიას დღეს იმ კითხვაზე, რომელიც ისმოდა ევროკავშირის ოფისის შესასვლელთან, მერე გამოუგზავნა ეს ე. წ. აქტივისტები ქუჩა. რაზეც გია ხუხაშვილი ასე პასუხობს:
“მშიშარა ადამიანება ასე იქცევიან. დაფიქსირდა, კობახიძე როგორც უკიდურესად მხდალი ადამიანი. ეს გასაკვირი არც არის, ფუნთუშაზე გაზრდილი ბავშვია, რომელიც არც ოპოზიციაში ყოფილა და არც ისეთ პოზიციაში, სადაც ბრძოლა ყოფილა საჭირო. ერთმა კაცმა მოიყვანა და ახლა ამ ახალგაზრდას ხელით ექსპერიმენტებს ატარებს. ამასთანავე ის არის აბსოლუტური სოციოპათი.
როდესაც დაინახეს, რომ მას შეეშინდა და გაიძურწა, ამის გადასაფარად მოყარეს ეს ხალხი საიდანღაც და აყვირეს, რომ თურმე მელია ყოფილა კურდღელი. 100 კაცი ერთ კაცს უყვიდოდა კურდღელი ხარო. ეს მართლა კურდღლები. თუ რამის თავი გაქვთ, ის ხომ ერთია და ერთი კაცი მიდით, ორნი მიდით ბოლობოლო”, – თქვა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ რაც კობახიძემ ტერიტორია დატოვა, ადგილზე აქტივისტები გამოჩნდნენ და მელიას მისამართით “კურდღელო”-ს სკანდირებდნენ.