ლაშა დამენია – „ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს ამ არჩევნებში ძალადობრივი გზებით გამარჯვებას

ლაშა დამენია – „ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს ამ არჩევნებში ძალადობრივი გზებით გამარჯვებას, თუმცა ამჯერად ეს არ გამოუვა.

„ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ თავისი უტიფრობისთვის, ძალადობრივი ქმედებებისთვის პირწმინდად უნდა დამარცხდეს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა დამენიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დამენიას განცხადებით, მმართველი პარტია ამ არჩევნების ძალადობრივი მეთოდებით ჩატარებას ცდილობს და ფაქტობრივად დაუცველია თითოეული პოლიტიკოსი.

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე ცდილობს, რომ ძალადობრივი მეთოდებით ჩაატაროს და ამით მოახდინოს ამომრჩევლის დაშინება, ოპოზიციური ლიდერების დაშინება, დაუცველია ფაქტობრივად დღეს თითოეული პოლიტიკოსი, თითოეული ამომრჩეველი, მაგრამ ამის ერთადერთი ხსნა და გზა არის ის, რომ უნდა მოხდეს მთელი საპროტესტო ელექტორატის მობილიზება და ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ თავისი უტიფრობისთვის, თავისი ძალადობრივი ქმედებებისთვის, უნდა დამარცხდეს პირწმინდად, რასაც საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს“ – განაცხადა ლაშა დამენიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ერთმანეთს ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ.

წყარო: ptn.ge