რუსეთი მზადაა გერმანიის ახალ მინისტრთა კაბინეტთან ითანამშრომლოს

რუსეთის ელჩმა გერმანიაში განაცხადა, რომ მოსკოვი ბერლინთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზადაა.
რუსეთის ხელისუფლება მზადაა ითანამშრომლოს გერმანიის ახალ მთავრობასთან, რომელიც 26 სექტემბრის ბუნდესტაგის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის ელჩმა გერმანიაში სერგეი ნეჩაევმა.

„პატივისცემით ვეპყრობით გერმანელი ხალხის ნებას… გერმანიასთან თანამშრომლობას ვემხრობით, როგორც ბუნებრივ მეზობელთან თანამშრომლობას ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, პრაგმატიზმის, ინტერესთა ბალანსის ძიების საფუძველზე. ბუნებრივია, სანქციების, ულტიმატუმების, სხვა აბსურდების გარეშე, როგორიცაა სპეკულაციები ჩვენთან ძალის პოზიციიდან საუბრის შესახებ“, – განაცხადა დიპლომატმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე გერმანიის ახალ კაბინეტთან თანამშრომლობისთვის მზადაა „მისი პარტიული კონფიგურაციის მიუხედავად“.
„ამჟამად მოსკოვშიც და ბერლინშიც გაცნობიერებული აქვთ, რომ რუსულ–გერმანული ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა არ შეესაბამება ორმხრივი ქმედებების პოტენციალს. საჭიროა ახალი, ხარისხიანი „ნახტომი“ წინ და ამისთვის ჩვენ მზად ვართ. რუსეთი არასდროს ხურავს კარს დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ნეჩაევმა.
ჩრდილოეთის ნაკადი2 - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021

დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ბერლინის მომავალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან კონსტრუქციული, პრაგმატული დამოკიდებულების იმედი აქვს რუსეთთან თანამშრომლობის საკითხებში.