,,მთავარი” არხის დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სახლში დიდი ბედნიერება ხვდება – პატარა სოფიო, მისი მეუღლის, სოფიო ლილუაშვილის შვილიშვილი.
,,როცა ნაშაკიკარი, ნაწვალები, გათანგული და ენერგიაგამოცლილი ბრუნდები სახლში და საკუთარ ლოგინში ეს ქსუტუნა არსება გხვდება, წარსულში რჩება ყველაფერი – დაღლილობაც, შფოთვაც, შაკიკიც კი.
რამდენიმე დღეს ატარებს ხოლმე ჩვენთან, და რომ მიჰყავთ, ეგრევე ცარიელდება ყველაფერი, თითქოს ბედნიერება გამოწოვეს ყველა კუთხე-კუნჭულიდან. ისევ ბრუნდება შფოთვაც, დაღლილობაც და შაკიკიც.
ჩემი პატარა სოფიო. დიდი სოფიოს შვილიშვილი და, მაშასადამე, ჩემიც. მაშასადამე კი არა, ჩემია თუა. ჩემი ოქროს წიწილა”, – წერს ნიკა გვარამია და უსაყვარლესი სოფიოს ფოტოებს აქვეყნებს.