ვის შერჩება სახე 2 ოქტომბრამდე?!…კუდიანების რბოლები დაიწყება-არული კუდიანებს, ჯვარი აქაურობას! – მაია ნიკოლეიშვილი

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

შეუდარებელია შემოდგომა, ბუნების სილამაზით, ოქროსფერით, ბარაქით, სიმშვიდით…და…აუტანელია, ამაზრზენია, გულისამრევია პოლიტიკური შემოდგომები საქართველოში, პოლიტიკური ფსიქოზის და პოლიტიკური შიზოფრენიის გაწვავებებით!!!
როგორი კონტრასტია, არაშემოდგომური: წელიწადის დრო, როცა პოლიტიკურ სცენაზე ყველა შიშვლდება: მეფეც, მასხარაც, ნაზირ-ვეზირიც, მტერიც და მომხდურიც!!!
ამ პოლიტ. შემოდგომაზეც ისევ, ვითომ-და კვდება ღმერთიც, მორალიც! ზეკაციც არ ჩანს!
მაგრამ არსებობს “კატეგორიული იმპერატივი”,”აპრიორი”- ასე უფრო მჯერა, ასე ვხედავ, ასე მირჩევნია და იმიტომ…
პოლიტ ფსიქოზის გამწვავების ხანაში ამჯერად ვერიდები ტელევიზორს, ვხედავ, რომ ყველა საკუთარ წვენში იხრაკება და ამიტომაც, ტელე-ყუთებში ორი პარალელური რეალობა არსებობს! ვზოგავ ფსიქიკას, უნდა ვიმუშაო, ვმუშაობ და ჩემთვისაც ვცხოვრობ: ბრწყინვალე ლექციებს ვუსმენ “რომანის ბიბლიოთეკა”, “არტ-მერათონი-5 დიდი სტილი ხელოვნებაში”, მერე ვმუშაობ, მერე ვკითხულობ და ისევ ვმუშაობ…გზა-და გზა ნიუსებს მიგდებს, იმასაც ვკითხულობ.
ეპატაჟური დიოგენესავით ადამიანს ვეძებო, (პოლიტიკაში), ხომ არ ვიყვირებ!… ?
მაგრამ, მალე ვნახავთ, ერთი, ვის შერჩება სახე 2 ოქტომბრამდე!
2 ოქტომბრის შედეგი ისედაც ვიცი: კუდიანების რბოლები დაიწყება…
-არული კუდიანებს, ჯვარი აქაურობას!!!