საქართველოშო საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. ამ მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 600 000 გადააჭარბა.
უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობას იღებდა 622 923 ადამიანი, ეს კი წინა თვესთან შედარებით 657-ით მეტია (ივლისი – 622 266, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 129 835 (2020 წლის აგვისტო – 493 088).
რაც შეეხება გადარიცხულ თანხებს, რა თქმა უნდა, გაზრდილი რაოდენობის ფონზე იზრდება, ბიუჯეტის ხარჯიც. მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობებზე ბიუჯეტიდან მოსახლეობაზე 42 482 172 ლარი გადაირიცხა, ივლისში – 42 432 467 ლარი, ივნისში კი – 30 737 808. საერთო ჯამში, წელს იანვარ-აგვისტოშო საარსებო შემწეობებზე ბიუჯეტმა მოქალაქეებს უკვე 266 444 762 ლარი გადაურიცხა.
საარსებო შემწეობაზე გადარიცხული თანხები: (2021 წელი)
- იანვარი – 29 810 839 ლარი
- თებერვალი – 29 857 047 ლარი
- მარტი – 30 150 705 ლარი
- აპრილი – 30 405 882 ლარი
- მაისი – 30 567 842 ლარი
- ივნისში – 30 737 808 ლარი
- ივლისი – 42 432 467 ლარი
- აგვისტო – 42 482 172
ცნობისათვის, საარსებო შემწეობის თანხა დამოკიდებულია ოჯახის სარეიტინგო ქულაზე, რაც უფრო დაბალია ქულა, ოჯახის თითოეული წევრი უფრო მეტ თანხას იღებს. თანხის მოცულობა კი ქულების მიხედვით 30-დან 60 ლარამდე თითო ადამიანზე. ოჯახი საარსებო შემწეობას იღებს, თუ მისი სარეიტინგო ქულა 0-დამ 65 001-მდეა.