3 ოქტომბრიდან მიტინგები და დაძაბულობა დაიწყება“ – ცაგარელის პირდაპირი პროგნოზი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, 3-12 ოქტომბრის შუალედში დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის. გართულდება კომუნიკაცია, დაიძაბება სიტუაციები და იქნება კონფლიქტი. არჩევნების შედეგის მიუხედავად იქნება გამოსვლები, მიტინგები და საპროტეტსო აქციები.

„3-დან 12 ოქტომბრამდე დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში ეს გამოიწვევს დედამიწაზე დაძაბულობასა და არეულობას. ჩვენთან ეს თარიღი უკავშირდება არჩევნების შემდეგ პერიოდს. ამიტომ წინასწარ გეტყვით არჩევნების შედეგების მიუხედავად, დაიძაბება ვითარება, გართულდება კომუნიკაცია და იქნება მიტინგები“, – განაცხადა “იმედის” ეთერში ცაგარელმა.

 

“რეზონანსი”