ხვალ რომ თვითმართველობის არჩევნები იყოს – IPSOS-ის კვლევა

ხვალ რომ თვითმართველობის არჩევნები იყოს 35% “ოცნებას”, 30% ენმ-ს, 9% კი გახარიას პარტიას მისცემდა ხმას – IPSOS.

IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 30% ნაციონალურ მოძრაობას, 9% კი პარტია საქართველოსთვის.

მათივე ინფორმაციით, სხვა პარტიების შედეგები ასე განაწილდა:

ევროპული საქართველო – 4%;
ხალხისთვის – 4%;
ლელო – 3%;
მესამე ძალა – 3%;
ლეიბორისტული პარტია – 3%;
გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%;
პატრიოტთა ალიანსი – 2%;
დროა – 1%;
მოქალაქეები – 1%;
სხვა პარტიები – 3%.

მთავარი არხის ინფორმაციით, მათი დაკვეთით IPSOS-ის მიერ პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპოდენტი. კვლევა ჩატარდა 21-დან 25 სექტემბრის პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია დამატებით.

წყარო: itv.ge