მელია: ყველა მონაცემებით ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გლანის მოსახლებას შეხვდა.

როგორც მელიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2 ოქრომბერს ოპოზიციას ყველა რესურსი აქვს იმისათვის,რომ არჩევნები მოიგოს.

“ჩვენ ამ ხელისუფლების არც ვალი და არც ვახში გვაქვს.ეს ხელისუფლება არ არის ხალხის ხელისუფლება, არა იმიტომ,რომ ერთი მეორეთი ჩანაცვლოთ, არამედ რეჟიმი უნდა დამარცხდეს. ჩვენ უნდა გავიმაჯვოთ ამ ქვეყნის სახელით, რადგან  ვართ მართლები და მორალური უპირატესობაც არის ჩვენს მხარეს. ყველაფერს დავებთ 2 ოქტომბერს, იმიტომ ,რომ ეს ვალდებულება გვაქვს. არ დარჩა შეიარაღებული ადამიანი, რომელმაც იარაღი არ გამოიტანა ოცნების სახელით და მშვიობიან პატრიოტებს იარაღი არ დაუმიზნა. ყველა მონაცმელბი მეტყველებს იმაზე,რომ ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს”,- განაცხადა მელიამ.