გენიალურ კომპოზიტორი, არაერთი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოების ავტორი გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მუსიკალური პროექტის „გია ყანჩელი: მე არ მიყვარდა კლარნეტი“ რუსული პრემიერა, რომელიც ქართველი კომპოზიტორის ხსოვნას ეძღვნება, მოსკოვის თეატრ Et Cetera–ში 5 ოქტომბერს გაიმართება.
დოკუმენტური ფილმის „გია ყანჩელი: მე არ მიყვარდა კლარნეტი“ (2020) იდეა ტელეჟურნალისტ გრეგორი ანტიმონის მიერ ყანჩელთან მრავალსაათიანი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ დაიბადა. ფილმის გადაღებები 2,5 წელი გაგრძელდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარეობდა.
ფილმის გმირი გახდა კლარნეტისტი იულიან მილკისი, ყანჩელის მეგობარი. ფილმში მას კომპოზიტორი თბილისში საკუთარ ბინაში „ექსკურსიას“ უტარებს, მოუთხრობს ცხოვრებისეულ ისტორიებს და შემოქმედებით აზრებს უზიარებს.
თავად გია ყანჩელს სურდა ფილმი კანადელი რეჟისორ ოლგა ანტიმონისთვის ეჩვენებინა შემდეგი თანმიმდევრობით – ჯერ ფილმის ჩვენება, შემდეგ კონცერტი. სწორედ ასე ჩატარდება კომპოზიტორის ხსოვნის საღამო.
რუსეთში ფილმს პირველად უჩვენებენ, პროგრამის საკონცერტო ნაწილში გამოვლენ იულიან მილკისი და გამოჩენილი პიანისტი პოლინა ოსეტინსკაია – ისინი შეასრულებენ ყანჩელის 18 მინიატურას კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის.