საქართველო როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, რუსეთის გარეშე, გაქრება გეოგრაფიული რუქიდან!- მანანა უძილაური

ამბობდნენ, ქართველს განსაკუთრებული გონებრივი პოტენციალი აქვსო და მეც ბავშვით მიხაროდა, ვეძებდი ფაქტებს, რომელიც ამ განსაკუთრებულობაში დამარწმუნებდა….

 

თუმცა, ,,თეორიულად,, ასეთ ამაყსა და გალაღებულს, შიშნარევი დარდი დამყვებოდა თან და ვფიქრობდი, თუ ასეთი გონიერები ვართ, რატომღა დავდივართ მაშრიყიდან -მაღრიბამდე და სხვას რატომ ვეკითხებთ, ქვეყანა როგორ ავაწყოთთქო……
ჩვენი უბედურების სათავესთანაც ხშირად დავტორღიალებხოლმე ფიქრით…
აგერ უკვე 32 წელი მიდის, კუდს ვუქიცინებთ ჩრდილოელი მეზობლის დაუძინებელ მტრებს!
ათასი ჯურის მტრის საამებლი სანახაობები არ მოვაკელით საკუთარ ხალხს, საკუთარ ჯიშსა და ჯილაგს…
-,,წააქეზეს მურია და შეაჭამეს მგელსაო,,
ზუსტად ეს დაგვემართა ჩვენ და მაინც, ისევ იმ წამქეზებლების საამებლად დავძახით რუსეთს ოკუპანტს!
მ ე რ ე?
მერე ის, რომ არც ოკუპანტის ძახილმა მოგვცა შედეგი და იმ ქაჩალს დავემსგავსეთ, სავარცხელის ჩუქება რომ უხარია!
დიახ, ჩვენ მტერს ვეძახით რუსეთს, რომელმაც ჯერ ოსმალეთსა და სპარსეთს შორის გაყოფილი საქართველო ორ გუბერნიად აქცია და დედაქალაქ თბილისში დასვა მთავარმართებელი, რომელიც მართავდა მთელ კავკასიას..
შემდეგ ერთიან სახელმწიფოდ გვცნო 1937 წლის კონსტიტუციით…
ბოლოს კი დამოუკიდებელ სახელმწიფოდაც გვაღიარა!
წლები გავიდა, წლები დასავლეთთან კუდისქიცინობანას დაწყების შემდეგ და დღესაც ისე ვიქცევით, თითქოს რუსეთი იყოს გაჭირვებული და ჩვენი საშველი!
ამ ბოლო დროს კი, შიში მიპყრობს და ვფიქრობ ..
ღმერთმა არა ქნას, რუსეთმა თანდათან დაკარგოს ინტერესი საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს მიმართ და ამას რომ საქართველოს დაშლა-დანაწევრება მოჰყვება, მერე რა გვეშელებათო…
რა გვეშელებათქო – ქ ა რ თ ვ ე ლ ო !!!
რადგან, საქართველო როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, რუსეთის გარეშე, გაქრება გეოგრაფიული რუქიდან!
ჩვენ რომ გონიერები ვიყოთთქო, ვფიქრობდი………..
გ ო ნ ი ე რ ე ბ ი !

მანანა უძილაური; სოციალური ქსელი