ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საზღვართან ნატო-ს გაფართოების საკითხი განიხილა.
რუსული მედიის ცნობით, პუტინი და ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უკრაინის საზღვართან გაფართოების საპასუხოდ ერთობლივი მოქმედებების გეგმას შეიმუშავებენ.
„განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უკრაინის მონაკვეთს. თქვენ ხედავთ, ისინი უკრაინაში, ნატო-ს ჯარებს ათავსებენ, სასწავლო ცენტრებად ფუთავენ, ფაქტობრივად კი, ბაზებს ქმნიან. ამერიკის შეერთებული შტატების ბაზები იქმნება უკრაინაში. ცხადია, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან კონსულტაციები მაქვს და შევთანხმდით, რომ საჭიროა გარკვეული საპასუხო ქმედება“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.