მიმდინარე წლის 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორეული ტანსაცმლის იმპორტი თითქმის, 4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 14.2 მლნ აშშ დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 10.9 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდულობთ მეორეულ მოხმარების ტანსაცმელს. 2021 წლის 8 თვეში, ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
- თურქეთი – 4.6 მლნ აშშ დოლარი
- აშშ – 1.9 მლნ აშშ დო9ლარი
- გაერთიანებული სამეფო – 1.1 მლნ აშშ დოლარი
- ესპანეთი – 1.1 მლნ აშშ დოლარი
- ნიდერლანდი – 733.6 ათასი აშშ დოლარი
- გერმანია – 699.6 ათასი აშშ დოლარი
- პოლონეთი – 688.9 ათასი აშშ დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 637.8 ათასი აშშ დოლარი
- ბელგია – 615 ათასი აშშ დოლარი
- იტალია – 379.5 ათასი აშშ დოლარი
გარდა ამისა, მეორეული ტანსაცმელი შემოდის შემდეგი ქვეყნებიდანაც: ტუნისი, უკრაინა, შვეიცარია, შვედეთი, სლოვაკეთი, რუსეთი, ფილიპინები, პაკისტანი, ავსტრია, ბანგლადეში, კანდა, საფრანგეთი და აშ.