ბადრი ჯაფარიძე – სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ გამაჩნია

სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ გამაჩნია, – ასე უპასუხა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას თუ რა მოლოდინი აქვს სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მათი კონცენტრაცია ახლა მიმართულია არჩევნებისკენ და იმისკენ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გაისტუმრონ.

„ჩვენი კონცენტრაცია და ძალისხმევა 2 ოქტომბერზეა მიმართული და მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად მოვიდნენ საარჩევნო ყუთებთან და იყოს მაღალი გამოცხადება, რომ „ქართული ოცნება“ გავისტუმროთ ხელისუფლებიდან“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

წყარო: newposts.ge