,,დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის , თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ” – თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

,,მივმართავ ყველას ,ქართველებს , არაქართველებს ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის , თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ,
ღირსეულად უნდა დავხვდეთ , რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ , ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია , ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად , ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა! მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი,
მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება!
პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას!
კიევი -თბილისი ისტორიული რეისია !
ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს ძვირფასებო!
საქართველოს სჭირდება მაშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს, სახელმწიფოს ვკარგავთ!”