20 ოქტომბრიდან უქმდება ვაქცინაცია და კოვიდპასპორტებიც აღარ იქნება მოთხოვნადი – გელა მალუძე

ექიმი, ვისცერალური თერაპევტი გელა მალუძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 20 ოქტომბრიდან უქმდება ვაქცინაცია. ის ამ ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

– “ევროსაბჭომ დაამტკიცა უკვე რომ, 20 ოქტომბრიდან, უქმდება ვაქცინაცია და კოვიდპასპორტებიც აღარ იქნება მოთხოვნადი.

ორიგინალი ლინკიც აქ დევს და ვინც რუსული იცის რუსულადაცაა აქ ნათარგმნი, ვინც არადა, ყველას შეუძლია ეს რუსული ჩააგდოს თარგმანში და ქართულად ნახოს რა წერია.

ან ვინც რუსულ თარგმანს არ ენდობა, ორიგინალი (ფრანგულადაა) ჩააგდონ და ითარგმნოს ქართულად.

ნუ აჩქარდება ნურავინ ამ გაურკვეველი წარმოშობის აცრების გაკეთებაზე.

დაველოდოთ 20 ოქტომბერს.

ევროსაბჭომ დაადგინა 20 ოქტომბრიდან ვაქცინების შეჩერება და აქ ვინ რას ითხოვს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა.

იტალიაც ევროკავშირის წევრია და უნდა თუ არა, აღასრულებენ ამ დადგენილებას” – წერს ექიმი.

წყარო: სოციალური ქსელი