სოჭში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება. ერდოღანი სოჭში ერთდღიანი ვიზიტით ჩავა. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინი და ერდოღანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, ასევე სირიაში, ლიბიაში, ავღანეთში და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას მოსკოვთან ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა სურს და იმედოვნებს, რომ ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა 100 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.
შეხვედრაზე იგეგმება ასევე თურქეთის მიერ რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების С-400-ის შეძენის საკითხი.
შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ასევე ერდოღანის განცხადება, რომელმაც ყირიმში გამართული არჩევნები არ ცნო. ანკარა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ აღიარებს და ნახევარკუნძულს კვლავ უკრაინის ტერიტორიულად მიიჩნევს.
ამის შემდეგ რუსეთის სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურმა თურქულ პომიდორში მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა. ერდოღანის განცხადების საპასუხოდ, კრემლში აღნიშნეს, რომ მან უსიამოვნო ლაქა დატოვა, მაგრამ „რუსეთში პრეზიდენტ ერდოღანის კონსტრუქციული ვიზიტის პერსპექტივებს არ დააზიანებს”.