ყველა ემიგრანტს მეც ვთხოვდი, რომ დაბრუნდეს – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მელიამ ოპოზიციური პარტიების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მელიას თქმით,  ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

ყველა ემიგრანტს მეც ვთხოვდი, რომ დაბრუნდეს და მონაწილეობა მიიღოს  იმ ზეიმში, რომელსაც ადგილი აუცილებლად ექნება.

როდესაც რეჟიმი მარცხდება, ვერ ავუკრძალავთ, ადამიანებს იზეიმონ. მე ვფიქრობ, რომ ამას ადგილი ექნება. ხმების დაცვის ძირითადი გამოსავალი არის მაღალ აქტიურობაში, რის მზაობასაც ვხედავ საზოგადოებაში. „ქართული ოცნება“ თავად არის შეგუებული აზრს, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, უბრალოდ ციური მანანას იმედი აქვთ. თავადვე ამბობენ და ხაზს უსვამენ, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება, ამ დროს ესაუბრებიან თავისი პარტიის აქტივისტებს და წევრებს, რომ 2 ოქტომბერს 23:00 საათზე არ ჩამოეშალოთ პარტიული ინფრასტრუქტურა. , – თქვა ნიკა მელიამ.