ყველას შეუძლია გახსნას საკუთარი ,,საცეცხლე წერტილი”. სამუშაო ადგილებზე, სამეზობლოში, სოციალურ ქსელებში
29.09.2021 13:02
სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
“როგორც ჩანს, კრამიტით ღვინის სმის შემდეგ ბატონ გამყრელიძეს ტვინში საბოლოოდ დაუცურდა კრამიტი.
მან, ამფსონებთან ერთად ბავშვებს პირველი კლასიდან სკოლებში პირბადეებით ამოხრჩობა მიუსაჯა.
მასწავლებლებმა კი უნდა არკვიონ, არიან თუ არა ბავშვის მშობლები და-ძმა, ბებია-ბაბუა ,,სრულად ” აცრილები.
ვისაც არ ესმის, რომ ასეთი იძულების შედეგად, თუ ის ზედმიწევნით შესრულდა, ბავშვები მიიღებენ უმძიმეს ფსიქო-ფიზიოლოგიურ დაზიანებას, მას შიშით გონება აქვს წართმეული, რომლის დაბრუნებას გულით ვუსურვებ.
ძალიან მეცოდებიან ასეთი მშობლების პატრონი ბავშვები-მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ.
ვისაც გონება შეგვრჩა ამ მავნებელ მარაზმს ყველა საშუალებით უნდა დავუპირისპირდეთ და არა მარტო აქციებით.
ყველას შეუძლია გახსნას საკუთარი ,,საცეცხლე წერტილი”. სამუშაო ადგილებზე, სამეზობლოში, სოციალურ ქსელებში.
არ უნდა მოვერიდოთ სიმართლის თქმას ყოველგვარი შიშის გარეშე, რადგან სწორედ შიშით მანიპულაციებმა მიგვიყვანა ამ წარმოუდგენელ, აბსურდულ, დამამცირებელ მდგომარეობამდე ჩვენც და მთელი მსოფლიოც. “- წერს სოსო მანჯავიძე.