“სააკაშვილი ორში კი არა, ხვალ მოდის თურქეთიდან” – ნინო ჯღარკავა ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის შესაძლო მარშრუტის შესახებ.


ჯღარკავას განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი საქართველოში თურქეთის საზღვრის გავლით შემოვა.

„ახლა მამალი ნაცების ჟღურტული მომაწოდეს.

მოკლედ მიხოო 2-ში კი არა, ხვალ მოდის თურქეთიდან, ევროპარლამენტარებთან ერთად და 100 კაცი მოყვებაო.

პიჯაკების საქმე რო შეუთითხნეს, ფეხები ვერ მოჭამონო, მერე პრეზიდენტი სალომეც შეიწყალებსო.

ბათუმში აგერ 5 ამერიკული გემია შემოსულიო და გავკეთდით შავი დედლებივითო,“- წერს ჟურნალისტი.

ნინო ჯღარკავა ექსპრეზიდენტის მომხრეებს გვირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებს შეახსენებს და წერს:

„ვაი თქვენს პატრონს. ანუ გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებს არ ვიმჩნევთ და მიშას პიჯაკები ყოფილა მთავარი მისი ბრალდება!
საიდანაც არ უნდა შემოეთრეს ეს დორბლიანი, დაიჭირენ!  დაიჭირენ და მატროსოვზეც შეაგდებენ!“