არჩევნებამდე სამი დღე დარჩა – პარტიების წინასაარჩევნო კამპანია კი კვლავ ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. მმართველი გუნდის ოპონენტები “ქართული ოცნების” მხრიდან აგრესიულ ქმედებებსა და რიტორიკაზე საუბრობენ.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ისინი ამომრჩეველს უკეთეს პოლიტიკურ არჩევანს სთავაზობენ და მოსახლეობას 2 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
“მთავარი რაც არის, მაქსიმალური კონცენტრაცია იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქმის კეთებას და ეს არის მესამე ძალა და სტრატეგია აღმაშენებელი. იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებით ჩვენ გავარღვევთ ორპულუსიანობის წრეს და დავიწყებთ განვითარების ახალ ეტაპს,” – ამბობს გიორგი ვაშაძე.
მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ გეგელია, რომელიც ამომრჩეველს ცვლილებებს ჰპირდება.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი მიზნებზე საუბრობს.
“ჩვენ მათგან განსხვავებით გვაქვს ჩვენი კონკრეტული ამოცანები, რომლის შესახებაც ჩვენმა ამომრჩეველმა გადასარევად იცის. ჩვენ არ ვაპირებთ უმრავლესობით მოგებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი რასაც ვეძახით ჩვენ გამარჯვებას,“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
“რუსთავი2”