სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ქვეყანაში ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვას გეგმავს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვა მსჯელობის ინიციატივა წამოაყენა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ამ თემაზე მუნ ჩჟე ინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კიმ ბუ გემთან შეხვედრაზე ისაუბრა. „ხომ არ მოვიდა დრო ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვის საკითხი განვიხილოთ“?

ბოლო დროს ქვეყანაში ამ საკითხზე ბევრს მსჯელობენ. ახალგაზრდებს სულ უფრო ხშირად აჰყავთ ძაღლები, როგორც შინაური ცხოველები და მოქალაქეთა სულ უფრო მეტი ნაწილი ფიქრობს, რომ ძაღლის ხორცის ჭამა არანორმალურია. თუმცა კვლავ ძლიერი ტრადიციული მოსაზრებაც, რომ ძაღლის ხორცი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

2020 წელს Nielsen-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სამხრეთ კორეის მოსახლეობის 84%-ს ძაღლის ხორცი არასოდეს გაუსინჯავს და ამის გაკეთებას არც აპირებს. ამასთან, მხოლოდ 59% მიიჩნევს, რომ ამ ხორცით ვაჭრობა უნდა აიკრძალოს.

ცხოველთა დამცველების მონაცემებით, ყოველწლიურად სამხრეთ კორეაში საკვებისთვის 700 ათასიდან მილიონამდე ძაღლს ხოცავენ.