“ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „TV პირველის“ გადაცემაში აღნიშნა, რომ 90%-იც რომ აიღოს „ქართულმა ოცნებამ,“ მაინც უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან, რადგან მისი აზრით, არჩევნები გაყალბებული იქნება.
„45-46% რომ აიღოს მმართველმა გუნდმა, არ უნდა ჩაატარონ ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ უნდა აკრიფონ გუდა-ნაბადი?
60-90%-იც რომ აიღონ, უფრო უნდა წავიდნენ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს გაყალბებული იქნება, მერე უკვე აეროპორტამდეც ვერ მივლენ, გზები გადაკეტილი იქნება.
ნორმალური ხელისუფლება მიხვდებოდა წასვლის აუცილებლობასა და გარდაუვალობას, ამით ყველაფერი განიმუხტებოდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
წყარო: itv.ge