დეკანოიძე: ჩვენ დავიცავთ ხმებს, არჩევნებზე ვიდგებით როგორც სალი კლდე

უამრავ ადამიანს ვხვდები და ყველა ამბობს, რომ ჩვენ დავიცავთ ხმებს. ჩვენ დავიცავთ ხმებს, ვიდგებით ყველა ერთად, როგორც სალი კლდე არჩევნებზე, უბნებზე, მაგრამ აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
გასაღები თქვენს ხელშია ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო. გასაღები თქვენს ხელშია ქვეყნის მომავლის. მობრძანდით, ხმა მიეცით ამ რეფერენდუმზე ქართული ოცნების წინააღმდეგ ყველას, არ აქვს მნიშვნელობა. აქ პარტიულმა სიმბოლიკამ საერთოდ დაკარგა აზრი

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა.