ეკვადორის ქალაქ გუაიაკილის ციხეში მეტოქე კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შედეგად მინიმუმ 116 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე პატიმარს თავი აქვს მოკვეთილი.
პოლიციის მეთაური ფაუსტო ბუენანო აცხადებს, რომ პატიმრებმა ყუმბარებიც ისროლეს. მისივე თქმით, ციხეში კონტროლის აღდგენას 400 პოლიციელი დასჭირდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არეულობა მექსიკის ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებებმა შეუკვეთეს, რომლებიც ამჟამად ეკვადორში მოქმედებენ.
ეკვადორის პრეზიდენტმა გილერმო ლასომ ქვეყნის ციხის სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.