ეს არ არის, არც არჩევნები და არც წინასაარჩევნო პროცესი, ეს არის სპეცოპერაცია – ხოშტარია

ეს, რაც ხდება, არ არის არჩევნები და არც წინასაარჩევნო პროცესი. ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც იმართება სუს-ით, ქართული ოცნებით, მოსმენებით, მოსყიდვით, დაშინებით და ა.შ. ეს ახალი არ არის.
ჩვენ როდესაც შემოვდიოდით ამ პროცესში, კარგად ვიცოდით და მეტსაც გეტყვით, ამ სპეცოპერაციაში  მონაწილეობის ამოცანა არის არჩევნების მოპოვება. რეალურად ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მერე ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, სადაც ამ მრავალფეროვნებაში თავისუფლად გაკეთდება არჩევანი

ამის შესახებ პარტია დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.