გერმანიის საპორტო ქალაქ კილს ტორნადო დაატყდა თავს, რის შედეგადაც მინიმუმ 6 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, შენობებს კი სახურავები გადახადა. ქალაქში ტორნადოსგან მიყენებული ზარალის დათვლა გრძელდება. კილი გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში მდებარეობს. მას ჰამბურგამდე 90 კილომეტრი აშორებს.